მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა ეზუგაბაია covid-19-ით ინფიცირების ზრდას შეზღუდვების შერბილებას არ უკავშირებს

5ec0e332817db
თელარა გელანტია
17.05.20 11:08
1359
„ამ ეტაპზე, შეუძლებელია იმის თქმა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეზღუდვების ნაწილის მოხსნას უკავშირდება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ stop.cov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 12-ით გაიზარდა და 695-ია. ეს მაჩვენებელი 24 საათში 18-ითაა გაზრდილი.

ეზუგბაიას ინფორმაციით, დაინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, დანარჩენი 8 - დაავადებულ პირებთან კონტაქტს, ხოლო 2 დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო სივრცეებიდან გადმოიყვანეს.