მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა ეზუგბაია აიცრა

604effb5e0c7b
თელარა გელანტია
15.03.21 10:06
931
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.

მისი თქმით, პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი.

ამასთან, როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ასტრაზენეკა“ ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა.

„მოსახლეობას მოვუწოდებ, თანდათან გააცნობიერონ, ქვეყნისთვის როგორი მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. „ასტრაზენეკა“ ხარისხიანი და უსაფრთხო ვაქცინაა. მოვუწოდებ ყველას, დარიგისტრირდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.