მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში საარსებო მინიმუმი 238 ლარამდე გაიზარდა

62592996ca295
მარიამ ვარადაშვილი
15.04.22 12:20
821

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში საარსებო მინიმუმი 238.2 ლარს შეადგენს. 

კერძოდ, საქსტატის თანახმად, შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი მარტში 238.2 ლარს შეადგენდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.2 ლარით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 7 ლარით არის გაზრდილი. 

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. 

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. 

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.