მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა

608a5bbacab36
შოთა ტყეშელაშვილი
29.04.21 11:05
1447
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალურმა ზრდამ 4.0% შეადგინა, ხოლო I კვარტალის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა. ამ შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იანვარში 11.5%-იანი ვარდნა იყო. 

პირველი კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ასეთი იყო:

იანვარი - მინუს 11.5%;
თებერვალი - მინუს 5.1%;
მარტი - ზრდა 4%
ჯამური ვარდნა პირველ კვარტალში - 4.2%.

"2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში," - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მარტის განმავლობაში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 7.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მარტთან შედარებით 21.5%-ით მეტია. შედარებისთვის, თვეების მიხედვით იანვარში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 8.1%-ით შემცირდა, თებერვალში კი 7.6%-ით გაიზარდა.