მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მათუთა" - შემეცნებითი ბიზნესი თქვენი შვილებისთვის

5db1cfabc1e55
ელენე გოგბერაშვილი
25.10.19 11:00
2081
„მათუთა“ - ასე ქვია ბრენდს, სადაც უკვე მეორე წელია ბავშვებისთვის განსხვავებულ და ორიგინალურ საბავშვო წიგნებს და ბლოკნოტებს თექის გარეკანით ქმნიან. რაც მთავარია, თექის შემეცნებითი, საგანმანათლებლო წიგნები იქმნება ეკოლოგიურად სუფთა მასალით.

ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, რომ ბიზნესის წამოწყება მარტივი არ იყო, თუმცა მთავარი იყო ინსპირაცია.

“ინსპირაცია თავიდანვე და ახლაც ჩემი შვილები არიან, რადგან დღეს ბაზარზე ნაკლებად გვხვდება უსაფრთხო სათამაშო ან საკანცელარიო ნივთი, ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა ბავშვებისთვის თავად შემექმნა უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებული რაიმე პროდუქტი - შემეცნებითი, განმავითარებელი, რომელსაც ასევე ექნებოდა საგანმანათლებლო ფუნქციაც და იქნებოდა სახალისოც... ბევრი აღარ მიფიქრია, დავისახე მიზანი და შევუდექი მის აღსრულებას... ამაში ძალიან დამეხმარა საგანმანათლებლო ბიზნესში მუშაობის მრავალწლლიანი გამოცდილება”, - აცხადებს მაკა ცერცვაძე.

მაკამ საქმიანობა საკუთარი ფინანსებით დაიწყო. ამბობს, რომ წამოწყებამ გაამართლა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სოციალურ ქსელში „მათუთას“ ბევრი დადებითი გამოხმაურება აქვს.

თექით დამზადებული საბავშვო შემეცნებით-განმავითარებელი წიგნები ონლაინ იყიდება, თუმცა ბრენდის პროდუქციას საკანცელარიო მაღაზიებშიც შეხვდებით.

,,ჩვენ გვაქვს ჩვენი ონლაინ მაღაზია, მსურველი არჩევს სასურველ წიგნს, სასურველ თემატიკას და შესაკვეთად გვიკავშირდება, თითოეული შეკვეთა ინდივიდუალურად მზადდება შემკვეთის მოთხოვნებიდან და სურვილიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბლოკნოტებს თექის გარეკანით, ისინი როგორც ონლაინ, ასევე სხვადასხვა საკანცელარიო მაღაზიებშიც იყიდება - ბაზარზე ჩვენი პროდუქტის შეტანის პრობლემა არ გვაქვს, თუმცა მეტი გულისხმიერება და სისტემური მხარდაჭერაა საჭირო ასეთი მცირე ბიზნესის გაყიდვების გაუმჯობესებლად სახელმწიფოს და დიდი კომპანიების მხრიდან'', - ამბობს ის.

სწორედ ასეთი მხარდაჭერის იმედი აქვს „მათუთას“ თიბისის პროექტ ,,ბიზნესდაჯილდოებისგან''. წელს ისინი ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის'' დარეგისტრირდნენ და ფიქრობენ, რომ გამარჯვების შანსი აქვთ.

„მათუთას“ ბრენდი ახალია; თიბისისთან ბიზნეს ურთიერთობაც ახლა იწყება და, ვფიქრობთ, თიბისი ბანკის სახით, საიმედო პარტნიორი გვეყოლება. მოლოდინი გვაქვს, რა თქმა უნდა, გამარჯვების, მაგრამ პირველადი მიზანი ამ პროქტში მონაწილეობის არის ჩვენი საქმის, ჩვენი პროდუქტების პოპულარიზაცია, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს „მათუთას“ შესახებ და უფრო მეტმა ადამიანმა, დიდმა თუ პატარამ, შეიყვაროს ჩვენი ბრენდი”, - ამბობს bm.ge-ისთან მაკა ცერცვაძე.