მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე ზომის კლინიკების დახურვის მიზეზი პერსონალის რიცხოვნობაა-მინისტრის განმარტება

5e944d2a2db13
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.20 15:40
710
მცირე ზომის კლინიკების დახურვის მიზეზი პერსონალის რიცხოვნობაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, რეგულირების სააგენტო ახდენს კლინიკების მონიტორინგს იმისთვის, რომ დაცული იყოს ის წესები და ნორმები, რაც მიღებულია დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის.

„ინფექციის კონტროლის სწორი მართვა ეს არ არის მხოლოდ covid-19-ის გამოწვევა, ეს ისწავლება და ხორციელდება ყველა კლინიკაში და ეს არის გარკვეული ვალდებულება, რასთან დაკავშირებითაც მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობას უკვე ბოლო 6 თვის მანძილზე რეგულირების სააგენტოს მხრიდან და არის დეტალურად შესწავლილი ყველა კლინიკის საშუალებები და მათ აქვთ მიცემული არაერთხელ გარკვეული მითითებები, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული კლინიკების მხრიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მცირე ზომის კლინიკებში არსებობს პერსონალის რაოდენობის პრობლემები, რაც ხელს უშლის კლინიკას სწორად მართოს მედპერსონალის ცირკულირება, ვირუსის გავრცელების პრევენციის ზომებიდან გამომდინარე.

„რაც შეეხება კლინიკების დახურვას, ამ შემთხვევაში ჩვენ ძირითადად პრობლემა გვაქვს იმ პერსონალის რიცხოვნობასთან, რომელიც  კლინიკებშია დასაქმებული. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენს სტრატეგიულ ნუსხაში არიან ის კლინიკები, რომელთაც აქვთ საშუალება და იმის რეზერვი, რომ მოახდინონ პერსონალის ცირკულაცია სწორად, რათა არ მოხდეს პერსონალის დაინფიცირება ან დაინფიცირების შემთხვევაში, არ მოხდეს დარღვევა იმ სერვისების მიწოდების უწყვეტობის, რომელიც დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია. იკვეთება, რომ პატარა მცირე ზომის კლინიკების შემთხვევაში არის პრობლემა პერსონალის რიცხოვნობა, რაც ხდება შემდგომში მათი დახურვის მიზეზი, თუმცა ამ ეტაპზე ისინი არ არიან დახურულები, უბრალოდ, იმყოფებიან გარკვეულ საკარანტინო რეჟიმზე“, - განმარტა მინისტრმა.