მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მძევალი: გამტაცებელი $500,000-ს ითხოვს, ოთახში 19 მძევალი ვართ

5f902a9ad7c1a
თელარა გელანტია
21.10.20 16:31
2283
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეჭრილი პირი, რომელსაც მძევლად 20-მდე მოქალაქე ჰყავს აყვანილი, 500,000 დოლარს ითხოვს.

ამის შესახებ „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარცხელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოროტმოქმედი მათთან ერთად არის ოთახში და ტელევიზიას სწორედ მისი ნებით დაუკავშირდა.

„გამტაცებელი კბილებამდე შეიარაღებულია. ყუმბარა აქვს, რომელსაც დამცველი მოხსნილი აქვს და ხელში უჭირავს. ის ითხოვს 500,000 დოლარს. ერთ ოთახში ვართ 19 მძევალი“, - ამბობს ირაკლი კვარაცხელია.

მისივე თქმით, გამტაცებელსა და სამართალდამცველებს შორის გარკვეული კომუნიკაცია იყო, მაგრამ, მოლაპარაკების მიზნით, ბანკის ფილიალის შენობაში ჯერ არავინ შესულა.

შსს-ს განცხადება - რა ხდება ზუგდიდში?