მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მძღოლები ავტომობილის ტექინსპექტირებას თავს ვეღარ აარიდებენ“

637f8cbc1b5ff
ალა ისპირიანი
24.11.22 21:55
2006
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე სანქციების გამკაცრება იგეგმება. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს“ პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

განცხადება გაკეთდა, რომ ცვლილება ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის არსებული პირველადი ჯარიმა, რომელიც ახლა მოქმედებს უცვლელად დარჩება, მაგრამ თუ სუბიექტი პირველი დაჯარიმების შემდეგ ტექდათვალიერებას მაინც არ გაივლის, სანქცია 150-დან 700 ლარამდე დაწესდება.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა გადაცემა, „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილების ამოქმედების შემდეგ მძღოლები ტექინსპექტირებას თავს ვეღარ აარიდებენ.

„რიგ შემთხვევაში მოცემულობა იყო, რომ მძღოლებს ერჩივნათ არ გაევლოთ ტექინსპექტირება და 50 ლარი გადაეხადათ. ისე აღარ მოხდება, რომ ტექინსპექტირებას თავი აარიდონ. მიდგომა უნდა იყოს კომპლექსური, რადგან ერთი კონკრეტული საკითხის მოგვარებით მთლიანად იმ მოცემულობას ვერ მივიღებთ, რომ ზოგადად წარმატებული რეფორმა იყოს. ტექინსპექტირების გამეორებით გაუვლელობისთვის ჯარიმა იქნება. ასევე კამერების პრობლემა უნდა იყოს მოგვარებული. ქვეყანაში 1800-ზე მეტი ჭკვიანი კამერა გვაქვს თუმცა ხშირად ისინი ჩართული არ არის. რეალურად მთელი ქვეყანა ჭკვიანი კამერებით მოცული არ არის, რაც ნეგატიურად აისახება რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის.

ასევე აუცილებელია გზებზე კონტროლი იყოს. როდესაც საპატრულო ეკიპაჟი ხედავს გარკვეული ხარვეზებით გაადვილდება ავტომობილი აუცილებელია რეაგირება მოხდეს. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ავტომფლობლამდე უნდა მივიტანოთ "მესიჯი", რომ გამართული ტრანსპორტით გადაადგილება აუცილებელია“, - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.