30.ივლისი .2021 18:09

#მეავიცერი - თიბისიმ თანამშრომლებისათვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

#მეავიცერი - თიბისიმ თანამშრომლებისათვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
views 1676
უკან

თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხობის უზრუნველყოფის მიზნით, თიბისი მოუწოდებს თიბისელებს, ჩაიტარონ კოვიდ-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ამ მიზნით, თიბისი აცრის მსურველებს წამახალისებელ აქტივობებს სთავაზობს. კერძოდ, თანამშრომლებისთვის, რომლებიც 29 ივლისიდან 1 სექტემბრამდე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ, თიბისის შემდეგი სამოტივაციო შეთავაზებები აქვს:

− აცრის ჩატარების დღე პერსონალისათვის ცხადდება უქმედ;
− პირველი 3 ფილიალი, რომელთა თანამშრომლების 80%-ზე მეტი 1 სექტემბრამდე აიცრება, დასაჩუქრდება შაბათ-კვირას ქალაქგარეთ დასვენების ტურით;
− 29 ივლისიდან - 1 სექტმებრამდე ვაქცინრებულ ყველა თიბისელს გადაეცემა თიბისის ბრენდ მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერი
− ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსის დაფინანსება.

„ჩვენთვის გუნდის წევრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით და უდიდესი პასუხისმგებლობით, მშვიდობიანად გავიარეთ ყველასთვის რთული წელიწადნახევარი. პრევენცია, უსაფრთოების წესების დაცვა, ერთმანეთზე და მომხმარებელზე ზრუნვა - ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მჯერა, რომ თიბისელები პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ვირუსის პრევენციისა და ვაქცინაციის პროცესს,“ - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

თიბისის უმთავრესი ამოცანაა, დაავადების გავრცელების პრევენცია, სანიტარული უსაფრთხოების წესების აქტიური დანერგვა და დაცვა და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამისათვის კომპანია მოუწოდებს თითოეულ თიბისელს პასუხისმგებლობით მოეკიდოს ვაქცინაციის საკითხს და ჩაერთოს შეთავაზებულ პროგრამაში.
(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა