მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეგრული აჯიკა, შესაძლოა, გერმანიაში გაიყიდოს

5e46bef5c927d
ანი ციხისთავი
15.02.20 10:23
3621
მეგრული აჯიკის ექსპორტთან დაკავშირებით გერმანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ Bm.ge-ს მეგრული აჯიკის მწარმოებელი კომპანია “ჯოლას” PR მენეჯერმა ირინა ჯაბაურმა განუცხადა.

“ჩვენი აჯიკა მიუნხენში წიგნის ფესტივალზე გვქონდა წარდგენილი და იქ დიდი დაინტერესება გამოიწვია. გერმანულ კომპანიას უკვე წარვუდგინეთ საბუთები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჩვენი პროდუქტი მოთხოვნებს აკმაყოფილებს”,- აცხადებს ჯაბაური.

იქიდან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები არ დასრულებულა, კომპანიაში ჯერ არც ფასი და არც სხვა დეტალები იციან დაზუსტებით.

Bm.ge-სთან გასულ ზაფხულს ირინა ჯაბაური ქსელურ მაღაზიებში პროდუქტის შეტანის სირთულეებზე საუბრობდა.

“დღესაც იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ. მაღაზიები ძალიან დიდ თანხას ითხოვენ პროდუქტის დახლზე დასალაგებლად. ფაქტობრივად, ეს პრობლემა მოუგვარებელია, ამიტომ საკუთარი ძალებით ვცდილობთ რაიმეს შეცვლას და ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი ექსპორტზე გასვლაა”,- აღნიშნავს PR მენეჯერი.

აჯიკის ფასი 2.5 ლარია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, აჯიკაზე დიდი მოთხოვნა არ არის.
“აჯიკას ტურისტულ მაღაზიებში ვყიდით და მაინცდამაინც დიდ დაინტერესებას არ იწვევს”,- აცხადებს ჯაბაური.

ჯაბაური Bm.ge-სთან 2019 წლის შემოდგომაზე სუნელების წარმოების დაწყებაზეც საუბრობდა, თუმცა PR მენეჯერმა განაცხადა, რომ ეს სიახლე კიდევ გადაიდო, რადგან კომპანია დღესაც იმავე პრობლემების წინაშე დგას და ჯერჯერობით “ამისთვის არ სცალია”.