მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია 200 ავტობუსს იყიდის, ერთი ავტობუსის სავარაუდო ფასი 1.3 მილიონი ლარია

60df2bcdd017a
შოთა ტყეშელაშვილი
02.07.21 19:38
7776
თბილისი გაზზე მომუშავე 200 ავტობუსის შესაძენად და ახალი საავტობუსე დეპოს მოსაწყობად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან(EBRD) ახალ სესხს აიღებს. პროექტის მიხედვით, 70 მილიონი ევრო, ანუ დღევანდელი ღირებულებით 261 მილიონი ლარი 200 ავტობუსის შესყიდვაზე უნდა დაიხარჯოს. 

EBRD-ის ვებგვერდის თანახმად, ამ თანხით 18 მეტრის სიგრძის, გაზზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვა უნდა მოხდეს. იმის გათვალისწინებით, რომ 70 მილიონი ევროს ტენდერი 200 ავტობუსის შესაძენად უნდა გამოცხადდეს, ერთი ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 350,000 ევრო, ანუ 1,300,000 ლარი გამოდის. 

BMG ამ პროექტთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ ტენდერის ფარგლებში საუკეთესო წინადადების მიხედვით საბოლოოდ შესასყიდი ავტობუსების რაოდენობა შეიძლება დაკორექტირდეს და ის +/-15%-ით შეიცვალოს.

ახალი ავტობუსების გარდა EBRD ასევე გამოყოფს 13 მილიონი ევროს ტრანშს, რომელიც თბილისში ავტობუსების ახალი დეპოს მშენებლობაზე უნდა დაიხარჯოს.

EBRD-ის ვებგვერდის თანახმად, პროექტის სახელია "თბილისის ავტობუსები - ფაზა 3", ჯერჯერობით, ეს სასესხო შეთანხმება დამტკიცებული არაა, მისი დამტკიცების საბოლოო თარიღად 2021 წლის 24 ნოემბერია განსაზღვრული. სესხის გამოყოფის შემთხვევაში საქართველო მას ორ ტრანშად მიიღებს.