დედაქალაქის მერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად, თბილისის ანძა საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი გახდება. დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, კვების ობიექტები.
"თბილისის ანძის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 10-დან 15 მლნ ლარამდე იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი ინფორმაციით, ესტონურმა კომპანია „კოკომ“ წარადგინა გეგმარება, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ ღირშესანიშნავ ადგილას, შემდეგი ეტაპი კი, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შერჩევა იქნება.
„როგორც გახსოვთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თბილისის სატელევიზიო ანძის რეაბილიტაციაზე ვსაუბრობდი. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე ბევრი ვიმუშავეთ. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომ შეგვემუშავებინა კონცეფცია, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი სატელევიზიო ანძაზე, მისი განვითარება-რეაბილიტაციისთვის. ტენდერში გაიმარჯვა ესტონურმა კომპანიამ „კოკო“, რომელსაც მსგავს ობიექტებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ უკვე გეგმარება ჩავიბარეთ. საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი გამოდის.
დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, კვების ობიექტები. ვფიქრობ, რომ თბილისისთვის ჩვენი სატელევიზო ანძის სწორად გამოყენება, ფუნქციის მინიჭება, დამატებითი მიზიდულობის ცენტრი იქნება. როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ჩამოსულ ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ ადგილით ისარგებლონ. გვინდა, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომ ბიზნესსექტორი დავაინტერესოთ. დაახლოებითი, გათვლები გვაქვს და პროექტის განხორციელებას 10-დან 15 მილიონ ლარამდე დასჭირდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ბიზნესსექტოთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს, რადგან თბილისის სატელევიზიო ანძის სწორად გამოყენება ბიზნესისთვისაც საინტერესოა.
„ის ვიზუალი, რომელიც ესტონურმა კომპანიამ წარმოადგინა, ისტორიულ-კულტურულ საბჭოსთან უკვე შეთანხმებულია, არის რეკომენდაციები და შემდგომ ეტაპზე პატარა ცვლილებები მოგვიწევს. ამ ეტაპზე კი ტენდერს ვაცხადებთ. მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, მჭიდრო კომუნიკაცია იქონიოს ბიზნესსექტორთან, კომპანიებთან, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული. ისიც მესმის, რომ დღეს მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის და შეიძლება კომპანიების შერჩევა გარკვეულწილად გაჭირდეს, თუმცა სატელევიზიო ანძა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ტიპის ერთადერთი ობიექტია. მისი სწორად გამოყენება საკმაოდ საინტერესო იქნება იმ ბიზნესისთვის, ვინც ამ პროექტში ჩაერთვება. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში თბილისის ანძა ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ