მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერის ინიცირებული სატრანსპორტო პოლიტიკა კრახით დასრულდა - დაუშვილის რჩევა კალაძეს

632fe76914cf3
ინგა მურუსიძე
25.09.22 09:40
5653
მერის მიერ ინიცირებული სატრანსპორტო პოლიტიკა სრული კრახით დასრულდა, - ამის შესახებ ,,დიოს" აღმასრულებელი დირექტორი, თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის ქალაქში შექმნილი ვითარების შესახებ წერს და თბილისის მერს რჩევასაც აძლევს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს კოლაფსი ქალაქში.

„ამ ბოლო დღეებში თბილისის მცხოვრებთა უმრავლესობა ქალაქში არსებულ სატრანსპორტო კოლაფზე საუბრობს. ფაქტი სახეზეა, რომ მერის მიერ ინიცირებული სატრანსპორტო პოლიტიკა სრული კრახით დასრულდა. მე მას ვურჩევდი დროულად გადახედოს მას, სანამ გამოუსწორებელ შედეგამდე მივსულვართ.

მან სასწრაფოდ უნდა შეკრიბოს ამ საქმის საუკეთესო ქართველი (და არა ფრანგი, თუ გერმანელი) სპეციალისტები და უმოკლეს დროში შემუშავდეს ახალი სატრანსპორტო-ურბანული პოლიტიკა, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ქალაქი სრული კოლაფსისგან. ეს ჩემი გულწრფელი რჩევაა მერის მიმართ.

P.S. ისე მერიის მაღალჩინოსნები თუ გადაჯდებიან საზტრანსპორტში ცუდი არ იქნება. უფრო კარგად და სწრაფად დაინახავს ყველა პრობლემას“, - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

ინფორმაციისთვის: თბილისის მერი აცხადებს, რომ გადატვირთული მოძრაობა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები