მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტროსადგურ ვარკეთილს რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა

5a701e6b888f3
სალომე მეცხვარიშვილი
30.01.18 11:26
1713
მეტრო ვარკეთილის სადგურს რეაბილიტაცია კომპანია შპს "ყვარელრემმშენმა" 2017 წელს ჩაუტარა. "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 347,852 ლარი დაჯდა.

სექტემბერში განახლებული მეტროსადგური მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამაც დაათვალიერა. როგორც მაშინ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი,  "ვარკეთილის" სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მეტრო "ვარკეთილში" განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.

მეტროსადგურის დათვალიერებისას დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მეტრო ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები