მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MGL Georgia მომხმარებელს Cashback-ის სახით ლოიალობის პროგრამას სთავაზობს

5fb38553100c2
BM.GE
16.11.20 17:13
598
MGL Georgia მომხმარებელს Cashback-ის სახით ლოიალობის პროგრამას სთავაზობს.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ლოიალობის პროგრამა - კომპანიის ბონუს პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია კომპანიის, როგორც არსებული, ასევე პოტენციური კლიენტებისთვის და მათ აძლევს საშუალებას ყველა სახის საერთაშორისო საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვაზე , დაიბრუნოს თანხა.

„Cashback-ით სარგებლობისას კომპანია დაგროვებულ ბონუსებს გამოიყენებს სურვილისამებრ.

ლოალობის პროგრამის ფარგლებში, Cashback -ის გამოყენებას ჩვენი მომხმარებლები ორი სხვადასხვა პირობებით შეძლებენ
და აღნიშნული პირობების შეთანხმება წინასწარ ხდება.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მსგავსი პრაქტიკა მხოფლიოს წამყვან სატრანსპორტო კომპაიებში უკვე წლებია დაინერგა და წარმატებით მუშაობს. ჩვენი კომპანიის მიზანია საქართველოს ბაზარზეც დაინერგოს მსგავსი პრაქტიკა და მაქსიმალურად ამაღლდეს კომპანიის მომხმარებლების კმაყოფილება“, - აცხადებენ კომპანიაში.
(NS)