31.ივლისი .2021 00:40

Michael Kors-ის და Versace-ს მფლობელ კომპანიას შემოსავლები გაეზარდა

Michael Kors-ის და Versace-ს მფლობელ კომპანიას შემოსავლები გაეზარდა
views 315
უკან

Michael Kors-ის და Versace-ს მფლობელი კომპანია Capri Holdings-ი შემოსავლების ზრდაზე აცხადებს, კომპანიის ვარაუდით, მოდის სახლის შემოსავალი წლის ბოლოს 5.3 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება ნაცვლად ექსპერტების მიერ ნავარაუდები 5.2 მილიარდი აშშ დოლარისა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Capri Holdings-ის მიერ დაანონსებული შემოსავლების ზრდა არ ითვალისწინებს მაღაზიების დახურვას მთავრობების მიერ დაწესებული კოვიდ-რეგულაციების გამო.

Michael Kors-ის და Versace-ს მფლობელი კომპანია აცხადებს, რომ შემოსავლები $1.25 მილიარდამდე გაიზარდა პირველ კვარტალში, მაშინ როდესაც გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში $451 მილიონის შემოსავალი ჰქონდა.

ამასთან კომპანია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე Capri Holdings-ის აქციების ფასი 1.9%-ით გაიზარდა.