მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft: ვიდეოზარების რაოდენობა Teams-ში 1,000%-ით გაიზარდა

5e906f5096a98
ნათია თაქთაქიშვილი
10.04.20 17:33
2118
Microsoft-ი აცხადებს, რომ მარტის თვეში ვიდეოზარების რაოდენობა აპლიკაცია Teams-ში 1,000%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა techcrunch.com-ი ავრცელებს.

როგორც Microsoft-ი აღნიშნავს, თუ 16 მარტისთვის ვიდეო ზარების რაოდენობა 900 მილიონს შეადგენდა, 31 მარტისთვის ეს მაჩვენებელი 2.7 მილიარდამდეა გაზრდილი. ასევე კომპანია აცხადებს, რომ კამერის გამოყენების ყველაზე მაღალი მაჩვნებელიც ამავე პერიოდზე მოდის.

Microsoft-ის გუნდის განცხადებით, Teams-ის პროგრამას ყველაზე მეტად იყენებენ ნორვეგიასა და ნიდერლანდებში. მომხმარებლების 60% აპლიკაციას ვიდეო ზარით იყენებს, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი 38%-ს შეადგენს აშშ-ში.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ მომხმარებლებმა Teams-ის პროგრამის გამოყენება ძირითადად, ერთი საათით გაზარდეს.

Microsoft-ი ჩინეთის მაგალითზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიუხედავად მოსახლეობის ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და სამსახურებში დაბრუნებისა, Teams-ის პროგრამის გამოყენება მაინც მზარდია, როგორც ჩანს აპლიკაციის მოხმარება ხალხს უკვე ჩვეულებად ექცათ.