მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი, განცხადებას ავრცელებს

5fb7cd6273a0f
BM.GE
20.11.20 18:03
910
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC წერეთლის ფილიალში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 


"გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.

შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა", - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: შსს-ს ცნობით, დაახლოებით, ერთი საათის წინ MBC-ის წერეთლის ფილიალში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.