მილენიალები, ანუ 1980-2000-იან წლებში დაბადებულები, ყველაზე მოთხოვნადი ტურისტები არიან მთელი მსოფილოს მასშტაბით. თუ რატომ, ამასთან დაკავშირებით, გამოცემა Bloomberg სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, მილენიელთა 78% ხელფასს მატერიალური საქონლის შეძენის ნაცვლად, შთაბეჭდილებების მიღებაში ხარჯავს. 82% ყოველწლიურად კონცერტს, ან ფესტივალს ესწრება, ხოლო 72% მსგავსი მოვლენებისთვის უფრო მეტი თანხის დაზოგვასა და ხარჯვას გეგმავს. გარდა ამისა, მილენიანების 34% ახერხებს თვიდან-თვემდე ფულის დაზოგვას. ავტომობილის შეძენა კი, ამ თაობის მხოლოდ 15%-ის მთავარი პრიორიტეტია.
“მილენიალებისთვის მოგზაურობა ეს არის ცხოვრების წესი, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს კარიერული განვითარების თვალსაზრისით, იდეების გენერირებას ახდებს და ეხმარება რაიმე ახლის შექმნაში. მნიშვნელოვანია ახალი კონტაქტების დასამყარებლად, რადგან ხვდებიან, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუმრებს. ამიტომაც ეს თაობა არის ძალიან საინტერესო ტურისტული სეგმენტი, რომელიც მზარდია და მომავალში ყველაზე დიდ ნიშას დაიჭერს ბაზარზე. ისინი უფრო მეტს მოგზაურობენ, ვიდრე მათზე დიდები, ანუ “baby boomer-ების” თაობა, თანაც მათგან განსხვავებით უფრო მობილურები და ინტერესიანები არიან”, -აღნიშნა “აჭარა ჯგუფის” მმართველმა დირექტორმა, ლევან ბერულავამ.
მისი თქმით, ჰოსტელი “ფაბრიკა” სწორედ მილენიალ ტურისტებზეა გათვლილი და მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ ამ სეგმენტს, რადგან ყველაზე დიდი რეკლამა, სწორედ მათი ერთი პოსტია სოციალურ ქსელებში.
პლატფორმა “WeHost”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, კონსტანტინე ანჯაფარიძის თქმით კი, Airbnb-ის მომხმარებელთა ნახევარზე მეტი, დაახლოებით 70% სწორედ მილენიელები არიან და ამავდროულად ყველაზე სასურველი და მოთხოვნადი სეგმენტია, რადგან ზუსტად იციან რა უნდათ, რა მოითხოვონ და რა დახვდებათ ადგილზე.
“არ არიან პრეტენზიული ტურისტები, ზუსტად იციან სად მოდიან, რისთვის მოდიან და განსაკუთრებული მოლოდინები და მოთხოვნები არ აქვთ, რადგან შესწავლილი აქვთ პირობები და ყველაფერი იციან, თანაც ახლოს არიან ტექნოლოგიებთან და მარტივია მათთან კომუნიკაცია, განსხვავებით სხვა თაობის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ვერ ერკვევიან ამ პროცესებში”, - აღნიშნა კონსტანტინე ანჯაფარიძემ.
ასევე, მთავარი მიზეზი, თუ რატომაც არის მიმზიდველი მილენიალი ტურისტები ქვეყნისთვის და ზოგადად კერძო სექტორისთვის, ეს არის მათი აქტიურობა სოციალურ ქსელებში, რაც თანამედროვე სამყაროში ყველაზე ეფექტიან რეკლამად ითვლება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი