მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე 7 578 Covid-აქტიური შემთხვევიდან, საავადმყოფოში 555 მკურნალობს - stopcov.ge

6244019f3da38
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.22 11:16
530
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 461 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 232 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 229 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 553 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 647 796.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.26%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.65%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 021 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 623 453-მდე გაიზარდა .

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 739 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 553 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 233 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 40, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი -14, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 7 578-ია საიდანაც, 555 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 310, აჭარაში - 42, იმერეთში - 98. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 140 პირი, მათ შორის, თბილისში - 81, აჭარაში - 20, იმერეთში - 20. 7 023 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.