მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MINDSET - როგორ გავხადოთ კარგი მარკეტინგული გუნდი ხელმისაწვდომი

5e25af81580af
BM.GE
20.01.20 10:14
1303
ბიზნესები უკვე ნათლად ხედავენ, რომ გამართული მარკეტინგული სტრატეგიის და აქტივობების გარეშე, ძალიან რთულია ბაზარზე თავის დამკვირდება. თუმცა, კარგი პროფესიონალების დაქირავება და მარკეტინგის დეპარტამენტის შექმნა დიდ ხარჯებს მოითხოვს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

5 დეკემბერს ახალი კომპანიის, MINDSET-ს პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის გუნდი, რომელიც ამბობს, რომ შესაძლებელია ალტერნატიული მარკეტინგის დეპარტამენტის სერვისის დანერგვა.

როგორ მივიღოთ სერვისი იაფად და ხარისხიანად?

ამის პასუხია ერთ სიტყვაში ჩატეული კონცეფცია „გაზიარება“. თუ იარსებებებს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, მარკეტინგის დეპარტამენტი, რომლის გაზიარებაც შეეძლება რამდენიმე კომპანიას, ხარჯებიც ნაკლები იქნება და კადრების ხარისხსაც არ დავთმობთ.

მარტივი სქემა მუშაობს - გყავთ თქვენი მარკეტინგის მენეჯერი, რომელიც არ ზის თქვენ ოფისში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოდის ფიზიკურად. ამ მარკეტინგის მენეჯერს ზურგს უმაგრებს გამოცდილი კონსულტანტების გუნდი. სტრატეგიის შექმნა იქნება, ბრენდის პოზიციონირება, კომუნიკაციის ტაქტიკა თუ მედია განთავსებები, ყველა მიმართულებით ექსპერტები არიან დაგეგმვის პროცესში ჩართულები. აღსრულების ნაწილს კი აკეთებს თქვენი მარკეტინგის მენეჯერი, ათანხმებს თქვენთან თითოეულ დეტალს, აკონტროლებს შესრულებას და ა.შ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეიძლება პრობლემად გადაქცეულიყო არის აღსრულება - თუ დეპარტამენტში შიგნითვე იარსებებდა დიზაინერების, სოც.მედია მენეჯერების და სხვადასხვა საკომუნიკაციო მასალების შემქმნელი თანამშრომლები, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა ბაზარზე არსებული საუკეთესო ფასის და შემსრულებლების უზრუნველყოფის საკითხი.

ამიტომაც, MINDSET-მა განსხვავებული და მოქნილი სქემა შეიმუშავა - არავითარი შეზღუდვები. აღსრულების ეტაპზე თქვენი მარკეტინგის მენეჯერი მოიძიებს საუკეთესო შეთავაზებებს ბაზარზე, დაეკონტაქტება თითოეულ სარეკლამოს და ფრილანსერს, თქვენთან (ანუ ბიზნესის წარმომადგენელთან) ერთად განიხილავს და შეარჩევს მისაღებ ვერსიას.

ნინო კვაჭანტირაძე, MINDSET დამფუძნებელი: „ჩვენ გრძელვადიან ურთიერთობებზე ვართ ორიენტირებული. ბევრი საშუალო ბიზნესია დღეს, ვისაც არ აქვს საშუალება ხარისხიანი მარკეტინგის დეპარტამენტი ქონდეს, ან შეიძლება მაქსიმუმ ერთი კადრის აყვანა შეძლოს და ამ კადრის მოძიებაც პრობლემაა ხოლმე. ამიტომ, ვეუბნებით, რომ შეუძლიათ მოვიდნენ MINDSET-ში, გადაიხადონ ერთი „ხელფასი“ და ჰქონდეთ ალტერნატიული ფორმის მარკეტინგის დეპარტამენტი.

მარკეტინგი ისეთი სფეროა, სადაც დეტალებში ჩაღრმავება და ინდივიდუალური კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეტაპობრივად იწყება თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება და სერვისების ტრანსფორმაციაც, ამიტომ ზოგადი წარმოდგენის შექმნა რომ გაუადვილდეთ კომპანიებს, კონსალტინგის პირველი ეტაპის გავლა დისტანციურადაც შეიძლება და MINDSET-ის ვებ გვერდზე www.minds.ge  ბრიფის შევსებით არის შესაძელებლი.
NS