28.მარტი .2020 15:38

მინისტრი სწრაფ ტესტებზე: წინასწარ არ ვიცოდით, რომ ეს იყო ხარვეზიანი და უვარგისი

views 408
უკან

წინასწარ არ ვიცოდით, რომ ეს იყო ხარვეზიანი და უვარგისი ტესტები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სწრაფ ტესტებზე საუბრისას განაცხადა. 

„თქვენ იცით, რომ ევროპის ქვეყნებმაც შეიძინეს ამ კომპანიებიდან ტესტები, მაშინვე როგორც კომპანიამ თვითონ გამოაქვეყნა ნოტა და ევროპის ყველა ქვეყნიდან გაიწვია თავისი ტესტები, ჩვენ მომენტალურად გავაუქმეთ ხელშეკრულება, თანხის გადარიცხვა ამ კომპანიისთვის არ მომხდარა, შესაბამისად მათთან ჩვენი შემდგომი კონტრაქტები არ იგეგმება. არანაირი ტესტი ამ კომპანიიდან არ ჩამოვა“, - განაცხადა მინისტრმა.  

რაც შეეხება ახალ ტესტებს, ტიკარაძის თქმით, შემდეგი შემოტანები იგეგმება უკვე კვირას, ყველა იქნება სატესტო რეჟიმში, როგორც ყველა დანარჩენი ტესტი, რომელიც აქამდე შემოდიოდა საქართველოში.

"მოხდება ლუგარის ლაბორატორიაში მათი დატესტვა და გარანტიების შემდეგ ჩვენ განვახორციელებთ მასშტაბურ შესყიდვებს"-აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ხელშეკრულება ანულირებულია კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისთან 215,000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა