მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მივიღე სტანდარტული პასუხი“ - რა კითხვებზე ვერ მიიღო პასუხი დავით ჭიჭინაძემ ეკონომიკის მინისტრისგან

5eda7402531ab
ვიქტორია მღებრიშვილი
05.06.20 22:00
1117
„ჩემს კითხვებზე სამწუხაროდ ეკონომიკის მინისტრისგან მივიღე სტანდარტული პასუხი“, - განუცხადა BM.GE-ს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ეკონომიკის მინისტრთან დეპუტატების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც დავით ჭიჭინაძემ ამბობს, შეხვედრა საკმაოდ გახსნილი იყო, შესაბამისად მან დასვა კითხვები როგორც ბიზნესის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან, ასევე მოსახლეობის რთულ სოციალურ მდგომაროებასთან დაკავშირებით, თუმცა, პასუხი ვერ მიიღო.

„მე მქონდა ისევ და ისევ ფორსმაჟორულ სიტუაციასთან მიმართებაში კითხვები, დარგებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გარკვეულწილად არის დარგები, რომლებიც ალბათ რეალურად ვეღარ აღდგება, თუნდაც ვაჭრობა, მომსახურება, ტანსაცმლის მაღაზიები, რომლებსაც ამ პერიოდში შემოსავლის მიღების არანაირი საშუალება არ ჰქონდათ; არიან კომპანიები, რომლებიც გაჩერებული ჰყავდა სახელმწიფოს და მათ ვალდებულებები წარმოექმნათ და დღესაც პერსპექტივა დიდი არ უჩანთ მიუხედავად იმისა რომ მისცეს მუშაობის საშუალება. ეს არის სასტუმროები, რომლებიც არ იყო საკარანტინე პროგრამაში ჩართულნი, რესტორნები, რომლებიც დახურული იყო და არანაირი შემოსავალი არ ჰქონდათ, მომსახურების სფეროდან გიდები, მძღოლები, რომლებიც ექსკურსიამძღოლები არიან ... ძალიან ბევრი დარგია.

ასევე მხოლოდ კითხვა კომპანიების ლიკვიდობასთან დაკავშირებით, უძრავი ქონება რომელიც ბანკებში ჩადებულია გარანტიის სახით, ვფიქრობ მათ ფასს დღეს პრობლემა ექმნება. საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ამან. მაგალითად სასტუმრო რომ ავიღოთ, ის მანამდე ბიზნესად ითვლებოდა, ახლა კი ხარჯიან შენობად გადაიქცა“, - ამბობს დეპუტატი.

მისივე თქმით, მან სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის დისკრიმინაციულ მიდგომაზეც დასვა კითხვა:

„დეველოპერებთან მიმართებაში მქონდა კითხვა - რატომ არის ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა და რატომ არ ეხება მხარდაჭერა შიდა განვადებებს, იმიტომ რომ ისინიც ხომ სესხებია და ის ადამიანები, რომლებიც ვერ ადასტურებენ თავის შემოსავლებს და სესხი შიდა განვადებით აიღეს, მათ დარჩენილი აქვთ გადასახდელი მცირე თანხები და ამაში არავინ ეხმარება. ზოგიერთ მათგანს დღეს გაჩერებული აქვს შემოსავალი და დეველოპერული კომპანიები, რომლებიც თავად ცუდ დღეში არიან, სთხოვენ ვალდებულებების შესრულებას.
და რა თქმა უნდა მოქალაქეებთან და ხალხთან მიმართებაში, ფინანსური ინსტიტუტების მიმართ წარმოქმნილ ვალდებულებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პრემიერი ამბობს ერთს, ეროვნული ბანკი ამბობს მეორეს, თუმცა სინამდვილეში ფინანსური ინსტიტუტები თავის პოლიტიკას აგრძელებენ და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ამყოფებენ ჩვენს მოსახლებას და აქედან გამომდინარე საჭიროა მეტი ინფორმირებულობა რისი უფლება გააჩნია მოსახლეობას“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ კითხვებით ის მინისტრს წერილობითაც მიმართავს და მის პასუხებს დაელოდება.

„ყველაფერ ამაზე მე მინდოდა პასუხები, მაგრამ სამწუხაროდ მივიღე სტანდარტული პასუხი - „ვმუშაობთ, დღეს ჩამოყალიბებული პოზიცია არ გაგვაჩნია“ და აქედან გამომდინარე საკმაოდ რთული მდგომარეობაა ჩემი დაკვირვებით.

ეკoნომიკის მინისტრთან შევთანხმდით, რომ ამ კითხვებს წერილობითაც გავუგზავნიდი და მივიღებ პასუხს კითხვებზე, ანუ ბუნდოვან პასუხებს მივიღებ ისევ“, - უთხრა BM.GE-ს დავით ჭიჭინაძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ჩაინიშნა მისი შეხვედრა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზინდეტთან და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, რომელიც მომავალ კვირას შედგება და რომელზეც ფინანსური ინსტიტუტებიდან მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს განიხილავენ.

„ერთი პოზიტიური რაც იყო, ეკონომიკის მინისტრი დამპირდა, რომ გამოყოფდა თავის მოადგილეებს და ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტთან ერთად ორშაბათს ჩვენ გავმართავთ შეხვედრას და ამ მიმართულებებს კიდევ გავივლით, როგორ შეიძლება ხალხისთვის ნაკლებ საზიანო რაღაც შევიმუშავოთ.
ბაკების და მიკროსაფინანსოებთან მიმართებით რა ქეისებიც არსებობს, პენსიებთან მიმართებაში, დაყადაღებებზე, ძირზე და პროცენტზე კიდევ ახალი პროცენტის დარიცხვა და ამ თემებზე, რომლებზეც მთავრობა ამბობს, რომ ეს არ ხდება, ეროვნულ ბანკს თავისი პოზიცია აქვს, კომერციულ ბანკს და მისო-ებს კი თავისი. აქედან გამომდინარე რაღცნაირად იქნებ შევძლოთ ხალხისთვის დამამშვიდებელი განცხადება გავაკეთოთ, რომ ადამიანების მიმართ რა ფსიქოლოგიური ტერორიც არსებობს, ეს განელდეს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.