მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მნიშვნელოვანია, ჰოსპიტალურ სექტორში სახელმწიფოს წილი დიდი იყოს“ - ტიკარაძე

61b9a5fed6c6e
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.21 12:23
703
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი კლინიკების საწოლფონდი 65%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სამედიცინო ჰოლდინგი საქმიანობის შესახებ შემაჯამებელ ანგარიშზე დასწრების შემდეგ განუცხადა.

„სახელმწიფო ჰოლდინგის შექმნა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც პანდემიის პერიოდში ბევრად უფრო ფორსირებულად გაგრძელდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო კლინიკების საწოლფონდი იმ არსებულთან შედარებით, რაც 2019 წელს იყო 65%-ით გაიზარდა.

დღეს ჰოლდინგში გაერთიანებულია თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური საავადმყოფო, რომელიც ამ ეტაპზე სრულად შეჩერებულია, იქ არ მიმდინარეობს არანაირი პროცესი, თუმცა საავადმყოფოს რეაბილიტაცია იგეგმება როგორც ეს დაგეგმილი იყო; ასევე აქ გაერთიანებულია რუხის საავადმყოფო, რომელმაც პანდემიის მართვაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცარიელი იდგა და დღეისთვის ის სრულად ფუნქციონირებს; ჩხობაძის კლინიკა; რეგიონული კუთხით ჰოლდინგში ერთიანდება 27 საავადმყოფო; პირველადი ჯანდაცვა, რომელიც შედის და ონლაინკლინიკები, რომლითაც ჩვენ კოვიდ პაციენტებს ვმართავთ“, - განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

ეკატერინე ტიკარაძემ ჰოლდინგის შექმნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სამედიცინო ჰოლდინგი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის რეგულირებისა და კონტროლის მიზნით შეიქმნა.

„ნებისმიერ ევროპულ, დასავლურ თუ აღმოსავლურ ქვეყნებში სამედიცინო სექტორის ძირითადი წილი სახელმწიფო კლინიკებს უკავია, რადგან ვიცით, რომ მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სწორი სერვისების დროული და შეუფერხებელი მიწოდება პაციენტებისთვის და აქედან გამომდინარე, ამ პასუხისმგებლობას სახელმწიფოები იღებენ. მათ რიცხვში საქართველო არ იყო და მნიშნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საყოველთაო დაზღვევა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში დიდი იყოს, რათა მოხდეს როგორც ხარისხის, ასევე ფასები რეგულირება და კონტროლი, რაც შედეგად გვაძლევს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვისთვის გამოყოფილი არსებული ბიუჯეტით მეტი ადამიანი განვკურნოთ და მეტისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი არსებული სერვისები და ეს სახელმწიფოსთვისაც გავხადოთ ხელმისაწვდომი ფასების და ხარისხის კონტროლით, რაც ჰოლდინგს გააჩნია“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.