06.აპრილი .2020 15:15

"მობილური ბაზრობები" - იმერეთის ადმინისტრაცია აგრარული ბაზრების ალტერნატივაზე მუშაობს

views 671
უკან

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაცია აგრარული ბაზრების ალტერნატივაზე მუშაობს - ამის შესახებ BM.GE-ის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

როგორც იქ განმარტავენ, ალტერნატიული მოდელი დამუშავების პროცესშია და ის უნაღდო ანგარიშსწორებას ითვალისწინებს.

„გუბერნატორი მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად მუშაობს ალტერნატიულ გეგმაზე - ეს არის მობილური ბაზრობები, რომელიც შესაძლოა 12-ვე მუნიციპალიტეტში გაიშალოს, რომ ადგილზე ჰქონდეს მომხმარებელს პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა, რომელიც ელექტრონულ გადახდას ითვალისწინებს და გულისხმობს იმას, რომ ტრანსპორტში ჩაიტვირთება სოფლის მეურნეობის პროდუქტები და მანქანები ივლიან მუნიციპალიტეტებში. ეს გამორიცხავს ფულთან დაკავშირებულ რისკებს. ეს იდეა მუშავდება და როგორც კი, დამტკიცდება მედიას ვაცნობებთ“, - აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში.

შეგახსენებთ, რომ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრები 4 აპრილიდან აღარ ფუნქციონირებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა