მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო გამოფენა კორონავირუსის საფრთხის გამო გაუქმდა

5e459f13f3c06
თამთა ჯიჯავაძე
13.02.20 23:06
831
მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური მობილური ტექნოლოგიების გამოფენა კორონავირუსის საფრთხეების გამო გაუქმდა. ყოველწლიური კონგრესი ბარსელონაში 24-27 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მისმა ორგანიზატორებმა მისი გაუქმების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.

როგორც ორგანიზატორი ასოციაციის GSMA-ის ხელმძღვანელმა ჯოშ ჰოფმანმა განაცხადა, კორონავირუსის გამო მგზავრობის კუთხით შექმნილმა პრობლემებმა და სხვა პირობებმა შეუძლებელი გახადა ღონისძიების ჩატარება.

აღსანიშნავია, რომ მანამ ვიდრე კონგრესის გაუქმებას გადაწყვეტდნენ, მსოფლიოს წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, მათ შორის Nokia-მ, Sony-მ, Amazon-მა და ა.შ განაცხადეს, რომ ისინი ღონისძიებას არ დაესწრებოდნენ. ყველა მათგანმა მიზეზად ვიზიტორებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები დაასახელა.