მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის მწარმოებელი Morcheuli Wines-ი საექსპორტოდ მოლაპარაკებებს ევროპის ქვეყნებთან აწარმოებს

6181415c06690
მარიამ იზორია
02.11.21 23:41
964
ღვინის მწარმოებელი კომპანია Morcheuli Wines-ი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გასატანად ევროპაში მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი ნინო-მერის მაძღარაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, Morcheuli Wines-ისთვის საექსპორტოდ საინტერესო ქვეყანა გერმანიაა.

„ჩვენ დამწყები კომპანია ვართ, Morcheuli Wines-ის პირველი ეტაპი ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება იყო, ახლა უკვე საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენას ვგეგმავთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ევროპისა და აზიის ბაზრები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები. ევროპაში უკვე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ჩვენი კომპანიისთვის გერმანიაა ის ქვეყანა, სადაც გვინდა, რომ გავიდეთ“- ამბობს Morcheuli Wines-ის წარმომადგენელი.

ინფორმაციისთვის, Morcheuli Wines-ი ღვინის მწარმოებელი ახალი კომპანიაა, რომელსაც ორი - პრემიალური და დაბალი, საფასო სეგმენტის პროდუქტი აქვს. მარანი ცხრა სხვადასხვა სახეობის წითელ, თეთრ და ვარდისფერ ღვინოებს აწარმოებს. კომპანიის წლიური წარმადობა დაახლოებით 50 000 ბოთლია.