მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის უმრავლესობა უმნიშვნელოვანეს პრობლემად უმუშევრობას და მაღალ ფასებს ასახელებს - IRI

6269894f216fc
ალა ისპირიანი
27.04.22 22:23
860
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ადამიანები ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას (40%), მაღალ ფასებს (18%) და სიღარიბეს ასახელებენ. მეორე არჩევანად ეს პრობლემები 59%-მა და 45%-მა დაასახელა.

გამოკითხულთა 8-8 პროცენტმა უმნიშვნელოვანეს პრობლემად ომი და სიღარიბე მიუთითა, 9%-მა კი - სხვა. მეორე არჩევანის შემთხვევაში, მონაცემები 16%, 20% და 18% იყო.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 % წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი კი 64%-ია. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით.