25.აგვისტო .2020 18:00

მშობლები არასრულწლოვანი შვილის უძრავ ქონებას სასამართლოს თანხმობის გარეშე ვეღარ გაყიდიან

views 2812
უკან

მშობლებს სასამართლოს თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი შვილის სახელზე გაფორმებული უძრავი ქონების გაყიდვის და დაგირავების უფლება აღარ ექნებათ. შესაბამისი ცვლილება სამოქალაქო კოდექსში უკვე შევიდა და ის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ცვლილებების თანახმად, "ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე". 

როგორც bm.ge-ის იურისტმა დავით კლდიაშვილმა განუმარტა, აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, თუ მშობელი მისი არასრულწლოვანი შვილის უძრავი ქონების გაყიდვას ან დაგირავებას გადაწყვეტს, სწორედ სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად ემსახურება ეს გადაწყვეტილება ბავშვის ინტერესებს.

“აქამდე სასამართლო პოსტ-ფაქტუმ ერეოდა და ისე აფასებდა რამდენად იყო დაცული ბავშვის ინტერესები მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისას, ახლა კი ამ ყველაფრის შეფასება მანამდე მოხდება. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნის ბებიას ან ბაბუას სურდა, ბავშვისთვის უძრავი ქონების ჩუქება და მომმართავდნენ კონსულტაციისთვის, როგორ შეიძლებოდა, რომ ეს ბინა შემდგომ ბავშვის მშობლებს არ გაეყიდათ. ამის დაცვის სრულფასოვანი მექანიზმი ამ დრომდე არ არსებობდა, ახლა კი არის”, - აცხადებს კლდიაშვილი.

ცნობითვის: სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებში ჯერ კიდევ გასულ წელს შევიდა და ის 1 სექტემბერს შევა ძალაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა