22.სექტემბერი .2019 16:20

მსოფლიოს TOP კომპანიები თანამშრომელთა ანაზღაურების მიხედვით

views 7243
უკან

Glassdoor-ის ექსპერტებმა 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელმაც ის კომპანიები გააერთიანა, რომლის თანამშრომლებსაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ.


აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასები ამერიკულ IT კომპანია Palo Alto Networks-შია, სადაც დასაქმებულები წლიურად საშუალოდ 170 929 ამერიკული დოლარის გამომუშავებას ახერხებენ. ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამშრომელს Palo Alto Networks-ში წლიურად 271 000 ამერიკული დოლარი აქვს.

რეიტინგში მეორე ადგილს ისევ ამერიკული კომპანია იკავებს - NVIDIA-იას თანამშრომლები წლიურად ანაზღაურების სახით საშუალოდ 170 068 ამერიკულ დოლარს იღებენ, თუმცა NVIDIA პირველ ადგილოსან Palo Alto Networks-ს მხოლოდ საშუალო ანაზღაურების ოდენობით ჩამორჩება; კომპანიაში ყველაზე მაღალი ხელფასი Palo Alto Networks-გან განსხვავებით ბევრად მაღალია და ის წლიურად 472 000 ამერიკულ დოლარსაც უტოლდება.

სამეულშია ყველასთვის ცნობილი სოციალური ქსელი Twitter, სადაც საშუალო წლიური ანაზღაურება 162 852 ამერიკულ დოლარს უტოლდება. ყველაზე მაღალი ხელფასი დაახლოებით, 274 000 ამერიკული დოლარია.
Twitter-ის შემდეგ რეიტინგში მეოთხე ადგილს კომპანია Gilead Sciences იკავებს. ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია 1987 წელს ჩამოყალიბდა და მომხმარებელს სხვადასხვა სახის პრეპარატებს სთავაზობს. ამ ფარმაცევტულ კომპანიაში წლიური საშუალო ანაზღაურება 162 210 ამერიკულ დოლარს უტოლდება, ხოლო ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასი წლიურად 411,000 ამერიკულ დოლარსაც კი აღწევს.

ხუთეულშია ბევრისთვის საოცნებო სამსახური Google, სადაც საშუალო წლიური ანაზღაურება 161 254 ამერიკული დოლარია, ხოლო ყველაზე მაღალი ანაზღაურება კომპანიაში 762 000 ამერიკული დოლარიც კი, ფიქსირდება.
Glassdoor-მა საერთო რეიტინგში სულ 10 საუკეთესო კომპანია გამოავლინა. ათეულში მოხვედრილი ყველა კომპანია ამერიკულია. სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

Palo Alto Networks - საშუალო ანაზღაურება- $170 929;
NVIDIA - საშუალო ანაზღაურება- $170 068;
Twitter - საშუალო ანაზღაუ რება- $162 852;
Gilead Sciences - საშუალო ანაზღაურება- $162 210;
Google - საშუალო ანაზღაურება- $161 254;
VMware - საშუალო ანაზღაურება- $158 063;
LinkedIn - საშუალო ანაზღაურება-$157 402;
Facebook - საშუალო ანაზღაურება- $152 962;
Salesforce.com - საშუალო ანაზღაურება-$150 379;
Microsoft - საშუალო ანაზღაურება-$148 068.