05.დეკემბერი .2019 00:30

მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად

views 7723
უკან

Forbes-ი საცხოვრებლად მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი InterNations-ის გამოკითხვის მიხედვით შეადგინეს. სულ 82 ქვეყანა შეისწავლეს, მათგან კი ყველაზე ცუდი ქალაქების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ელ-ქუვეითი - ამ ქალაქში ჩასულ მიგრანტებს არ მოსწონთ გრძელი სამუშაო დღე და კვირაში 6 დღე მუშაობა. ამასთან, ადგილობრივების დამოკიდებულება უცხოელი თანამშრომლების მიმართ.

2. რომი - ეს ქალაქი ევროპაში ყველაზე ცუდ ქალაქად არის მიჩნეული მიგრანტებისთვის. „აქ რთულია სამსახურის პოვნა“, - ამბობს წარმოშობით თურქი. „ცხოვრება ძვირია, ხოლო ხელფასები ზოგადად დაბალია“, - ამბობს ესპანელი.

3. მილანი - ამ ქალაქშიც მიგრანტები აცხადებენ, რომ შემოსავალსა და ცხოვრების ხარჯებს შორის დიდი დისბალანსია.

4. ლაგოსი (ნიგერია) - ამ ქალაქში როგორც წესი, უკმაყოფილოები არიან ადგილობრივი სატრანსპორტო სისტემით, პოლიტიკური არასტაბილურობით და უსაფრთხოების ნაკლებობით.

5. პარიზი - ამ ქალაქს არამეგობრულ ქალაქს უწოდებენ მიგრანტები. ასევე სიძვირის გამო, პარიზში ცხოვრებას არ ანიჭებენ უპირატესობას.

6. სან-ფრანცისკო - ამ ქალაქში ცხოვრება ძალიან ძვირია. „კარიერულ შესაძლებლობებს ვერ პასუხობს ეს ქალაქი“, - ამბობს ერთ-ერთი მიგრანტი.

7. ლოს-ანჯელესი - სან-ფრანცისკოს შემდეგ აშშ-ის ქალაქებს შორის ყველაზე ცუდ შეფასებას ლოს-ანჯელესს აძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქს კარგი კლიმატური პიროები აქვს, არ მოსწონთ ადგილობრივი ტრანსპორტი, საცობები.

8. ლიმა (პერუ)- ეს ქალაქი ურბანული ცხოვრების ხარისხის ინდექსის მიხდვით ყველაზე ცუდ ქალაქად არის მიჩნეული. არ მოსწონთ უსაფრთხოების არასაკმარისი ზომები, დაუცველობის შეგრძნება და ადგილობრივი ტრანსპორტი.

9. ნიუ-იორკი - ამ ქალაქს გამოკითხული შვიდი მიგრანტიდან ექვსი უარყოფითად აფასებს.

10. იანგონი (მიანმარი) - ამ ქალაქს მეგობრულს უწოდებენ, თუმცა, ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია. იანგონში არ მოსწონთ ჯანდაცვის სისტემის ხარისხი.