მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ყველაზე რეპუტაციული ქვეყნების რეიტინგი Forbes-ის მიხედვით

5dc9a89fc0997
მარიამ ადამია
11.11.19 22:30
1240
"კარგი რეპუტაცია ნიშნავს მეტ ექსპორტს, ინვესტიციებს და ტურისტებს” - ეს რეპუტაციის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის სიტყვებია, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო რეპუტაციის მქონე ქვეყნების რეიტინგი შეადგინა და მიმოიხილა ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს კარგი რეპუტაციის შექმნას. კვლევის თანახმად, ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგრადობა ერთ-ერთია, რომლითაც ქვეყნები საუკეთესო რეპუტაციის შექმნას ახერხებენ. ეს კი საბოლოოდ გვიბიძგებს ამა თუ იმ ქვეყანაში დავიწყოთ ბიზნეს-საქმინობა ან დავგეგმოთ
შვებულება.

1. შვედეთი
საუკეთესო რეპუტაციის მქონე ქვეყნებს შორის ლიდერი შვედეთია, რომელიც აღნიშნულ რეიტინგში უკვე მეორე წელია სტაბილურად პირველ ადგილს ინარჩუნებს. ეს არის ქვეყანა, სადაც ზრუნვენ მოქალაქეებზე, დაცულია გენდერული ბალანსი. ქალებსა და კაცებს აქვთ თანაბარი შესაძლებლობები გამოავლინონ საკუთარი თავი ნებისმიერ სფეროში. ამასთან, მათი ხელფასები ერთმანეთისგან არ
განსხვავდება. და ასევე, შვედეთში მოქმედებს საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა. 

2. შვეიცარია
რიგით მეორე ქვეყანა შვეიცარიაა. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ცენტრი მთავარ აქცეტს ახალგაზრდებზე აკეთებს. ქვეყანა გამოიჩევა ცხოვრების მაღალი დონით, შედარებით დაბალი გადასახადებით, პატარა ბიუროკრატიითა და მცირე მთავრობით. შესაბამისად შვეიცარია ახერხებს თავისი რეპუტაციით მსოფლიოს ყურადღება ყოველწლიურად მიიპყროს.

3. ნორვეგია
სამეულში მესამე ადგილზე ნორვეგიაა. ნორვეგიაში სხვა სკანდინავიური ქვეყნების მსგავსად სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთ-ერთი მაღალია. ნორვეგიის მოქალაქეებისთვის, ასაკის მიუხედავად, ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. ამასთან, ნორვეგიაში ნარკოტიკების მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ქვეყანაში სამედიცინო
მომსახურება 16 წლამდე უფასოა, მოზრდილებისთვის კი ეფექტური სადაზღვევო
სისტემა და სხვადასხვა შეღავათი მოქმედებს.

4.ფინეთი
რეიტინგში მეოთხე ადგილი ფინეთს ერგო. ეს არის ქვეყანა, სადაც ქალები თანაბრად მოღვაწეობენ როგორც პარლამენტში, ასევე სახელმწიფო და კერძო კომპანიებში. ამ ქვეყანაზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალებისთვის შესაფერისი პირობების შექმნაზე ნადვილად ზრუნავს. სამუშაო ადგილებზე ქალებსა და კაცებს შორის ხელფასები პრაქტიკულად არ განსხვავდება. ქვეყანაში
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განათლებასაც. მხოლოდ 2016 წელს ქვეყანაში განათლების წლიური ბიუჯეტი 13,063 მილიარდი ევროს შეადგენდა.

5. ახალი ზელანდია
ხუთეულს კი ახალი ზელანდია ხურავს. ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილებია სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და ტურიზმი. ქვეყანას ორიენტაცია ექსპორტზე აქვს აღებული. უმთავრეს საექსპორტე ბაზრებად კი ავსტრალია. აშშ, იაპონია და ჩინეთი სახელდება.

6. კანადა
რეპუტაციულ ქვეყნებს შორისაა კანადაც, რომელიც წლების განმავლობაში ამ რეიტინგის პირველ ადგილს არავის უთმობდა. თუმცა, ფაქტია ბოლო წლებია ქვეყანამ პოზიციები დათმო, მაგრამ ქვეყანა მაინც რჩება მაღალი რეპუტაციის მქონე ქვეყნების ათეულში და სამუშაოს მაძიებლებს შორის პოპულარობას არ კარგავს. ქვეყანა ყველა იმ უცხოელ ახალგაზრდა განათლებულ ადამიანს მიესალმება, რომელმაც ინგლისურად ან ფრანგულად საუბარი იცის.

7. დანია
დანია კი ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და დინამიკური ქვეყანაა, რომელიც აქცენტს განათლებაზე აკეთებს. შესაბამისად ბევრ ახალგზარდას იზიდავს.

8. ავსტრალია
მერვე ქვეყანა რეიტინგში ავსტრალიაა, მოქნილობა, ღია და კონკურენტუნარიანი: ეს სამი მახასითებელი ავსტრალიამ თავისი ეკონომიკის საკეთილდღეოდ გამოიყენა. შესაბამისად შეძლო წლების განმავლობაში რეპუტაციის გამყარებაც.

9. ნიდერლანდები
ნიდერლანდების ეკონომიკამ კი, მსოფლიოში რეპუტაციის ამაღლება იქ არსებული
ტრანსნაციონალური კომპანიების დახმარებით შეძლო. ქვეყანა ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული და აქცენტს ადგილობრივ წარმოებაზე აკეთებს. 

10. ირლანდია
ხოლო რაც შეეხება ირლანდიას, ქვეყნის განვითარებაში წლების განმავლობაში დიდ როლს სწორედ ინვესტიციები ასრულებდა. ირლანდიაში უმუშევრობის მაჩვენებელი დაბალი, ხოლო მოსახლეობის შემოსავლები საკმაოდ მაღალია.