ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 600 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას აანონსებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა ფოთის თიზ-ით ერთ-ერთი მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფია დაინტერესებული, თუმცა კონკრეტულად რომელი მინისტრს არ დაუსახელებია. მისი თქმით, მოლაპარაკებები სავარაუდოდ 2 თვის ვადაში დასრულდება.
რაც შეეხება კომპანია „რაკიას“ მიერ ფოთის თიზისა და აეროპორტის აქტივების დათმობას, აღნიშნულ ფაქტს მინისტრი ფოთის პორტის გაყიდვის შემდეგ ლოგიკურს უწოდებს.
„“რას ალ ხაიმასთან“ ჩვენ გავქვს საუკეთესო ურთიერთობები“ ესაა ჯგუფი რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი აქტივების მფლობელია საქართველოში, - ესაა მაგალითად სასტუმრო შერატონი და თბილისი მოლი. გარდა ამისა არსებობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი რომელიც მას აქვს.
თავის დროზე „რას ალ ხაიმას“ საინვესტიციო ხელისუფლება იყო ფოთის პორტის მფლობელი, რომელიც მათ შემდეგ გაყიდეს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ფოთის აეროპორტი იყო კლასტერული ხედვა, რომელიც „რას ალ ხაიმას“ საინევსტიციო ხელისფლებას გააჩნდა, ხოლო მას შემდეგ რაც პორტი გაიყიდა, ინვესტიციები, რომელებიც უნდა განხორციელერბიულიყო აეროპორტსა და თიზ-ში არ განხორციელდა და ეს არის სწორედაც ლოგიკური.
შეთანხმება რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ კომპანიასთან მდგომარეობს შემდგომში, რომ, ჩვენ სახელწმიფოში დავიბრუნეთ ეს აქტივი, ჩემი პირადი შეფასებით ეს აქტივი 100-დან 150 მილიონ ლარამდე უნდა ღირდეს. შესაბამისად დავიბრუნეთ 300-ზე მეტი ჰექტარი თიზი და 150 ჰა ფოთის აეროპორტი და დავიბრუნეთ იმიტომ რომ გახდეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის ინსტრუმენტი და სახელმწიფოს მიეცეს საშუალება რომ აქტიურად გამოიყენოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და მეტი ინვესტორები მოვიზიდოთ.
არ დაგიმალავთ, სახელმწიფო მუშაობს ძალიან მსხვილ ინდუსტრიულ ჯგუფთან“, - განაცხადა მინისტრმა.

























