მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 1,2 მლნ. ევროთი ფრენებს ლონდონსა და ბრიუსელის მიმართულებითაც დააფინანსებს

5d39bc059ece9
BM.GE
25.07.19 18:48
2553
საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი ნომერ 331-ე დადგენილებით, საქართველოს მთავრობა ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეისებს 1,200,000 ევროთი (3,888,000 ლარით) დააფინანსებს.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა თბილისი-ლონდონი-თბილისისა და თბილისი-ბრიუსელი-თბილისის მიმართულებებს დააფინანსებს. პროგრამისთვის საჭირო თანხას “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” გამოყოფს.

“ხელშეკრულების ღირებულება თითოეული არსებული სტრატეგიული მიმართულებისთვის უნდა განისაზღვროს არა უმეტეს 90 ევროს ოდენობით დღგ-ის გარეშე, თითოეულ ჩამომფრენ მგზავრზე, სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, რაც ჯამური ღირებულების სახით (თითოეული არსებული სტრატეგიული მიმართულებისათვის) არ უნდა აღემატებოდეს 600,000 ევროს დღგ-ის გარეშე.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ ავიაკომპანიასთან, რომელიც პროგრამის ბენეფიციარი იქნება, კონტრაქტი გაფორმებული არაა.

“ჯერ-ჯერობით სტიმულირების პაკეტის გამოყენებაზე ხელშეკრულება გაფორმებული არ არის არცერთ კომპანიასთან, წინადადებების მისაღებად კი ჩვენ მზად ვართ. ასევე, ამ თემის კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს თანმიმდევრულად ევროპულ ბიუჯეტურ კომპანიებთანაც, ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პროცესი მალე დასრულდება ორმხრივი შეთანხმებით. ვფიქრობ, რომ შექმნილ ვითარებაში კერძო სექტორისთვის სასიხარულო იქნება მთავრობის ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგები“-აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აიკრძალა. TBC Research-ის კვლევის მიხედვით, აკრძალვის შემდეგ საჰაერო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ზე მეტად შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები