მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობა კონსულტაციებს ვაქცინაციის წამახალისებელ მექანიზმებზე ძირითადად რიტეილერებთან გადის“

60febd2ad2ee5
ელენე გოგბერაშვილი
26.07.21 21:39
588
„ვაქცინაციის გააქტიურებისთვის სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე მიმდინარეობს საუბარი, მათ შორის ლატარიის ჩატარებაზე“- ეს განცხადება გასული კვირის ბოლოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. საკოორდინაციო საბჭოს წევრების მხრიდან დიდი ხანია გვესმის, რომ მთავრობა იმუნიზაციის წამახალისებელ მექანიზმებს გამოიყენებს, თუმცა მოქალაქეთა ვაქცინაციის მასტიმულირებელი გადაწყვეტილებები ჯერ საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე გასული კვირის ბოლოს დააანონსა, რომ კერძო სექტორთან კონსულტაციებს გადიან და შეჯერებული პოზიციები, მინისტრს თუ დავუჯერებთ, უკვე მიმდინარე კვირას უნდა გახდეს საჯარო.

როგორც ბიზნესმენები სტუმარ-მასპინძლობის სფეროდან და მსხვილი სავაჭრო ცენტრების პირველი პირები bm.ge-სთან აცხადებენ, მსგავსი მსჯელობა მთავრობას მათთან არ დაუწყია და იმუნიზაციის წამახალისებელ ღონისძიებებზეც არაფერი იციან.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით კი, მთავრობა კონსულტაციებს ძირითადად სწორედ რიტეილერებთან გადის და მათი ასოციაცია, როგორც ინსტიტუცია, მთავრობასთან მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართული არ არის.

„ძირითადად ესაუბრებიან რიტეილერებს და იქ, სადაც არის ე.წ ფრონტ სამუშაო, სადაც თანამშრომლებს პირდაპირი შეხება აქვთ მომხმარებლებთან, მათთან გადიან კონსულტაციებს, რადგან შეიძლება საუბარი იყოს ვაქცინირებულების სავაჭრო ცენტრებში შესვლა-არ შესვლაზე, ან სერვისები ვაქცინირებულებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და არავაქცინირებულებისთვის - არა. ამ შემთხვევაში დისკრიმინაციაზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ რისკი როგორმე დავწიოთ, სადაც მობილობა მაღალია და რამაც შეიძლება შემდგომ ლოქდაუნი გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია მოქალაქეთა პასუხისმგებლობა“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.