მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა საკარანტინე ზონების ორგანიზების ბიუჯეტს 29 მლნ ლარით ამცირებს

60f00fa21b238
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.21 21:00
675
საკარანტინე ზონების ორგანიზების ბიუჯეტი 29 მლნ ლარით მცირდება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტის განახლებული პარამეტრების წარდგენისას განაცხადა.

გიორგი კაკაურიძემ ის მიზეზი განმარტა, რომლის გამოც ეკონომიკის სამინისტროს ამ მიმართულებით ბიუჯეტი შეუმცირდა.

„ეკონომიკის სამინისტროში კარანტინების ორგანიზების თანხას 29 მლნ ლარი აკლდება. ეს თანხა 50 მლნ ლარს შეადგენდა, თუმცა წლის პირველ ნახევარში ხარჯმა 10 მლნ ლარი შეადგინა. მოლოდინი გვაქვს, რომ 21 მლნ ლარი საკმარისი იქნება და 29 მლნ ლარი სხვა მიმართულებებზე გადანაწილდება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, ტურიზმის საინფორმაციო კამპანიისთვის ეკონომიკის სამინისტროს დამატებით 10 მლნ ლარი გამოეყო.

„ეკონომიკის სამინისტროში ტურისტული კამპანიისთვის 10 მლნ ლარი გვაქვს დამატებული. მოგეხსენებათ მიზნობრივ ბაზრებზე ტურისტული კამპანიის დაწყება გაცილებით ადრეა საჭირო იმისთვის, რომ მომდევნო წლის პირველ ნახევარში ტურისტები მოვიზიდოთ“, - თქვა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.