მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის შეზღუდვას აგრძელებს - IMF-ის პირობა

5eb26f9070ac7
შოთა ტყეშელაშვილი
06.05.20 12:12
1517
გამოქვეყნდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პირობები, რომელთა დაცვასაც საქართველო გეგმავს. ერთ-ერთი პუნქტი ამ პირობებს შორის “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, უკვე მიმდინარე პროექტების დაფინანსების გარდა, სხვა ფინანსური აქტივობა 0-მდე იქნება შეზღუდული.

“საპარტნიორო ფონდი არ მოახდენს ახალ პროექტებში შესვლას და არ მოახდენს ახალი ვალდებულებების აღებას", - ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა უკვე ერთ წელზე მეტია, რაც “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია ფონდის მართვის სტრუქტურის შეცვლა და მის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საწარმოების მართვის მთავრობისთვის გადაცემა განიხილება.

2019 წლის დეკემბერში ფონდის რეფორმირებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ რეფორმის პროექტი 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გამხდარიყო ცნობილი:

“საპარტნიორო ფონდმა", რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს საქართველოში, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა; 2 მლრდ-ზე მეტი საერთო ღირებულების პროექტები განახორციელა, ფაქტობრივად, თავისი მონაწილეობით და დახმარებით, ასევე ინვესტორებთან მუშაობით. 1 დოლარი, რომელიც ჩადეს სახელმწიფომ და "საპარტნიორო ფონდმა", მისი მეშვეობით 7 დოლარის ინვესტიცია იქნა მოზიდული, ეს არის ძალიან კარგი შედეგი, თუმცა იცვლება ეკონომიკა, იცვლება პრიორიტეტები, სტრატეგია და, რა თქმა უნდა, "საპარტნიორო ფონდი", როგორც ინსტიტუცია, შემდგომ განვითარებას საჭიროებს. ჩვენ ვმუშაობთ "საპარტნირიორო ფონდის" ძალიან პროფესიონალ გუნდთან ერთად მის ახალ მანდატზე, ახალ, სახეცვლილ, უფრო ეფექტურ ფორმაზე და გაზაფხულამდე უნდა გვქონდეს ეს სტრატეგია მზად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.