მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა შპს “თერმულ წყლებს” 1.5 მილიონად ყიდის - აუქციონი დღეს სრულდება

607580c9050db
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.21 15:53
2492
თბილისში ლისის ტბასთან თერმული წყლების მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანია “თერმული წყლების” პრივატიზების აუქციონი დღეს სრულდება. კომპანიის აქტივები, რომლებიც ძირითადად მილსადენებისგან შედგება, 1,511,000 ლარად იყიდება.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელს სახელმწიფო წარმოადგენს.

ჯერჯერობით, ტენდერში საკუთარი წინადადება არცერთ კომპანიას არ დაუფიქსირებია.

სატენდერო აღწერილობის თანახმად, კომპანიის აქტივების ღირებულებაა 1,528,273 ლარი, ხოლო მისი ვალდებულებები კი 17,273 ლარს შეადგენს. კომპანიის საკუთრებაში არსებული მილსადენების სიგრძე რამდენიმე კილომეტრს შეადგენს, ეს მილსადენები თბილისშია განთავსებული.

კომპანიის შემძენს არ აქვს ასაღები ვალდებულება მასში ინვესტიციების განხორციელების თაობაზე, რადგანაც საპრივატიზაციო განაცხადი ამას არ ითვალისწინებს.