მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა თხილის წარმოების სუბსიდირებას იწყებს

635f7739ccc1f
ინგა მურუსიძე
31.10.22 11:25
1571
თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამა იწყება, - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას გააჟღერა. მისი თქმით, პროგრამისთვის პირველ ეტაპზე 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„ვიწყებთ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე არის ჩართული თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ჯერ ფაროსანას ნეგატიური ეფექტი სახეზეა. ფაროსანამ გამოიწვია კლება და წელსაც მოგეხსენებათ, მაინცდამაინც კარგი კლება არ იყო, ხარისხი შედარებით გაუარესდა, მოთხოვნა არის შემცირებული და ფასები დაკლებული, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე.

გადავწყვიტეთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს. პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის-მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის პირველ ეტაპზე გამოვყოფთ 20 მილიონ ლარს. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველას, ვინც ამ სექტორშია ჩართული, განსაკუთრებით სამეგრელოში. ისე როგორც ვეხმარებით რთველს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, გასული წლის აგვისტოში, გასულ წელს 1 კგ გაუტეხავი ხარისხიანი თხილის ღირებულება საშუალოდ, 6-დან 7.5 ლარამდე მერყეობდა. წელს კი ამ დროისთვის თხილის ჩაბარების ღირებულება დასავლეთ საქართველოში 3-დან 4.5 ლარამდე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები