მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუშაობის განახლების მოთხოვნით ბიზნესსექტორმა რეგისტრაცია დღეიდან უნდა დაიწყოს

5ea95aec74176
ინგა მურუსიძე
29.04.20 14:45
2284
ბიზნეს-სექტორი მუშაობის განახლების მოთხოვნით დღეიდან უნდა დარეგისტრირდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დარეგისტრირება დღეს, 18:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

„დღეს 18:00 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. კომპანიებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით. იმ მიზნით, რომ ჩვენ განვახორციელოთ ეკონომიკის აღდგენა, აუცილებელია, რომ ბიზნეს-სექტორი აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას: მთავარი მოთხოვნა არის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ მთელ ქვეყანაში ბიზნესების შემოწმება, სხვადასხვა უწყებებს, მათ შორის რეგიონებში, დაევალათ სამუშაო ადგილებზე შემოწმებების განახორციელება. ბიზნეს სექტორი ვალდებულია, დღესვე დაიწყოს რეგისტრაცია. ეს მათი ინტერესია. სპეციალური აპლიკაციით მათ მაქსიმალურ ინფორმაციას მივაწოდებთ“, - განაცხადა ფერაძემ.

საუბარია ყველა ტიპის ბიზნესზე, რომელიც პანდემიის გამო დროებით დაიხურა. მუშაობის განახლებისთვის მათ შემოწმება უნდა გაიარონ.