მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მწვანე პასპორტის“ რეგულაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციები გაიწერება“

61937eb4a2129
ვიქტორია მღებრიშვილი
16.11.21 14:00
1609
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბიზნესის მხრიდან „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციები გაიწერება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზოგიერთი კომპანიების პოზიციას შეეხებოდა, რომ ისინი მომხმარებლის „აცრილებად და აუცრელებად დაყოფას არ აპირებენ“.

NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები მას არ უნახავს, თუმცა სახელწიფო უწყებები „მწვანე ბარათის“ მოქმედებასთან დაკავშირებით კერძო სექტორთან შეხვედრებს მიმდინარე კვირიდან დაიწყებენ.

„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ქვეყანაში უზენაესი კანონია. ჩვენ ხომ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ და გვინდა, რომ ნამდვილად სამართლებრივი სახელმწიფო იყოს. კანონი და რეგულაცია თუ არსებობს, რას ნიშნავს არ ვემორჩილები?! თუ არ დაემორჩილებიან ამ დროს შესაბამისი სანქციები წესდება ხოლმე.

დღეს ერთ-ერთი დავალება საკოორდინაციო საბჭოზე იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბიზნეს სექტორთან აქტიური კომუნიკაცია იყოს. როგორც ამ კვირას, ისე მომავალ კვირებში დიდ ბიზნესებთან შეხვედრები იგეგმება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები