მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Myhome: "გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე ბათუმში ფასი 170%-ით, მოთხოვნა კი 730%-ით გაიზარდა"

6298701256f83
თათია ჩაფიჩაძე
02.06.22 22:20
4650
მიმდინარე წლის მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბათუმში, გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე ფასი 170%-ით, მოთხოვნა კი 730%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში Myhome-ის გუნდის კაპიტანმა ანა ჭელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თბილისში ფასი თვიურად გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე 78%-ით, დღიურად კი 31%-ით არის გაზრდილი.

10%-იანი მატება ფიქსირდება ზაფხულის ტურისტულ სეზონზე თბილისის შემოგარენში კერძო სახლების გაქირავებაზეც.

„გასულ წელთან შედარებით ჩვენს პლატფორმაზე 50%-ით არის გაზრდილი განცხადებების რაოდენობა როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. მიწოდების ნაწილში 200 ათასზე მეტი განცხადებაა განთავსებული იყიდება და ქირავდება კატეგორიებში.

კერძოდ, კატეგორიაში „ქირავდება დღიურად“ დაახლოებით 10 ათასამდე განცხადებაა. ცალ-ცალკე რომ ჩავშალოთ, თბილისში მოთხოვნა გასული წლის მაისთან შედარებით 145%-ით, თვიურად კი 175%-ითაა გაზრდილი. თბილისში საკმაოდ პოპულარულია როგორც დღიური, ისე თვიური გაქირავება და ვერ ვიტყვით, რომ თვიურის გამო, დღიურზე მოთხოვნა არ არის. ბათუმში კიდევ უფრო მეტია ეს ზრდა, მოთხოვნა 2021 წლის მაისთან შედარებით 730%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ფასებს, თბილისში დღიურად გასულ წელთან შედარებით ფასი მომატებულია 31%-ით, თვიურად 78%-ით. რაც შეეხება ბათუმს, აქ 23%-ით გაიზარდა აპრილთან შედარებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით კი გასაქირავებელი უძრავი ქონების ფასი 170%-ით მეტია. მოთხოვნასთან ერთად ცხადია რომ მიწოდებაც გაიზარდა და ფასიც მიყვება ამას.

საშუალოდ 10%-იანი მატებაა თბილისის შემოგარენში კერძო სახლების ქირაობაზე“, - განაცხადა ჭელიძემ.