Myvideo.ge-ზე 6 ქართული არხი გაითიშა
ინტერნეტ-პორტალ Myvideo.ge-ზე 6 ქართული არხი გაითიშა. ,,რუსთავი-2“, ,,კომედი არხი“, ,,მარაო“, ,,იმედი“, ,,მაესტრო“ და ,,ჯი-დი ესი“ პორტალის არხების ჩამონათვალში უკვე აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით, არხების გათიშვა ფინანსურ საკითხს უკავშირდება. კერძოდ, ტელეკომპანიები, მათი არხების ტრანსლირებაში ვიდეოპორტალისგან თანხის გადახდას ითხოვენ. აღნიშნული საკითხი, დღის წესრიგში ჯერ კიდევ 2017 წელს დადგა, მაშინ არხებმა, საკუთარი მაუწყებლობის ტრანსლაციისთვის საკაბელო ოპერატორებისგან თანხის გადახდა მოითხოვეს, საუბარი იყო ერთ დეკლარირებულ აბონენტზე 1,5 ლარის ოდენობის გადასახადზე.