მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Myway Airlines ერევნის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს

60d49044bde59
თელარა გელანტია
24.06.21 19:20
476
Myway Airlines-ი თბილისსა და ერევანს შორის ფრენებს, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს, ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელებს.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიების ვებგვერდზე www.mywayairlines.com და ტურისტულ სააგენტოებში.

Myway Airlines საქართველოში დაფუძნებული სრული მომსახურების ავიაკომპანიაა. ამჟამად ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებთან ერთად ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

ხელმისაწვდომი ფასები, მომსახურების უმაღლესი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და ეთიკური და სამართლიანი საქმიანობა - ეს Myway Airlines ოთხი უმთავრესი პრინციპია.