მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა

61f53cb6286cf
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.22 17:09
951
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა - ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.