მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარიყალას ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

5efe371fbfa86
თამთა ჯიჯავაძე
03.07.20 00:20
2289
ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია იგეგმება. ციხის რეაბილიტაციის პროექტის განახლება-რედიზაინსა და გრუნტის შემაკავებელი კედლის პროექტის მომზადების მიზნით ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში (CNT) წინადადებების მიღება დღეს დასრულდა.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით 2020 წლის ბიუჯეტიდან 123 375 ლარის დახარჯვა იგეგმება.

კონკურსში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა, ესაა შპს „კვლევისა და კონსერვაცია-რესტავრაციის კომპანია ნარიყალა“. ამჟამად შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.