მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - პრემიერის დავალებით ტყიბულში მივემგზავრები, რათა პრობლემის სრულად გადასაჭრელად კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ

5d8c71925835c
BM.GE
26.09.19 12:05
708
„პრემიერ-მინისტრის დავალებით ტყიბულში მივემგზავრები და დეტალურად გავეცნობით მეშახტეების ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ტყიბულში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ინვესტორი კომპანია „საქნახშირის" ხელმძღვანელობასა და მეშახტეებს შეხვდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ტყიბულის მეშახტეთა პრობლემების მოგვარება მთვარობისთვის აქტუალური საკითხია. „პრემიერ-მინისტრმა დამავალა, რომ ადგილზე ჩავიდე არა ვითარების გასაცნობად, რადგან ძალიან კარგად ვიცით არსებული ვითარება. მოგეხსენებათ, პირადად მე, წლებია ამ სისტემაში ვმუშაობდი და ვიცი, რა პრობლემები აწუხებს დღეს ჩვენს მეშახტეებს - ამ ძალიან რთული და ამავდროულად საჭირო პროფესიის წარმომადგენლებს. ჩემი დავალებაა, ჩავიდე და კიდევ ერთხელ გავიარო ინვესტორ კომპანიასთან ერთად ყველა დეტალი, თუ რატომ წარმოიქმნა პრობლემა კონკრეტულად ხელფასებთან დაკავშირებით და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ინვესტორ კომპანიას სიტუაციის დასარეგულირებლად აქვს გარკვეული გეგმა.

„ჩემი დავალებაა მიღებულ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილება პრობლემის სრულად გადასაჭრელად", - განაცხადა ნათია თურნავამ.