მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: „ენგურჰესის“ მსგავსი ჰიდროსადგურები მომავალში ენერგოუსაფრთხოების გარანტიაა"

6061b7c027ae7
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.21 15:26
1067
"ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ადგილობრივ რესურსზე დაფუძნებული ახალი ჰიდროსადგურები ავაშენოთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ენგურჰესზე“ ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავა ჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მინისტრის განცხადებით, რა თქმა უნდა, განვითარდება მცირე ენერგეტიკაც - ქარის, მზის, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ „ენგურჰესის“ მსგავსი კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები მთლიანობაში იმის გარანტიაა, რომ მომავალში არასოდეს ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს სამეზობლოზე იმპორტის თვალსაზრისით.

„ენგურჰესი“ თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს. ეს ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა, რომელიც წინა თაობებმა დაგვიტოვეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროსადგურია, რომელიც ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს განამტკიცებს. „ენგურჰესის“ გარეშე ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი კითხვის ქვეშ დადგებოდა. ეს არის ობიექტი, რომელიც სრულიად საქართველოს აერთიანებს იმიტომ, რომ სრულიად საქართველოს ემსახურება, მათ შორის, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს და ეს არის ჩვენი ერთობლივი სიმდიდრე.

ჩვენი თაობა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შემდგომშიც გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ადგილობრივ რესურსებზე დაფუძნებული ახალი ჰიდროსადგურები ავაშენოთ. რა თქმა უნდა, მცირე ენერგეტიკაც, ქარის, მზე, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ ენგურის მსგავსი მსხვილი კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები, მათ შორის, „ნამახვანჰესი“, „ხუდონჰესი“, „ნენსკრაჰესი“, ეს არის მთლიანობაში გარანტია, რომ მომავალშიც არასოდეს ვიქნებით ჩვენს სამეზობლოზე დამოკიდებულები იმპორტის თვალსაზრისით და ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.