მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: წელსაც ყველაფერი გაკეთდება, რომ ენგურჰესის მეშვეობით აფხაზ ძმებს და დებს დავეხმაროთ

5df7447a6411d
ინგა მურუსიძე
16.12.19 13:00
1727
წელსაც ყველაფერი გაკეთდება შეძლებისდაგვარად, რომ ენგურჰესის მეშვეობით ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს დავეხმაროთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. 

„ენგურჰესის მეშვეობით, რომელიც ემსახურება სრულიად, ერთიან საქართველოს, ყოველთვის ვეხმარებით ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს. წელსაც ყველაფერი გაკეთდება შეძლებისდაგვარად არსებული ჰიდროლოგიური და წყლის მარაგის გათვალისწინებით, რომ ეს პრინციპი შესრულდეს“, - აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის: 2021 წლის გაზაფხულზე ენგურჰესი, მისი გვირაბის რეაბილიტაციის გამო, სავარაუდოდ, 3 თვით გაჩერდება. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება რამდენიმე წელია იგეგმება. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები