მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: საქართველოში გამოკითხულთა 72% სოციალურ ქსელებს ყოველდღე იყენებს, 6% - არასდროს

5f1fed7c7faf3
ინგა მურუსიძე
28.07.20 13:22
1716
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 72% სოციალურ ქსელებს (facebook, twitter, instargam, vkontakte და ა.შ.) ყოველდღე იყენებს, 12% - კვირაში ერთხელ მაინც, 2% - თვეში ერთხელ, 8% - უფრო იშვიათად, ხოლო 6% - არასდროს. გამოკითხვა ეხება მოსახლეობის იმ 78%-ს, ვინც გამოკითხვისას თქვა, რომ ინტერნეტს მოიხმარს.

გარდა ამისა, კითხვაზე, რამდენად ხშირად იღებთ თუ საერთოდ იღებთ კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელების საშუალებით – 72%-დან, ვინც იყენებს სოციალურ ქსელებს და კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას იღებს, პასუხები ასე გადანაწილდა: 53% - ხშირად იღებს, 37% - იშვიათად, ხოლო 10% - არასდროს.

რაც შეეხება აპლიკაციებს, გამოკითხულთა 31% ამბობს, რომ აპლიკაციებს არ იყენებს.

ამასთან, გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა - 84%, კორონავირუსის პანდემიის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს, 41% - სოციალური ქსელებიდან, ხოლო 26% - ახლობლებისგან.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, სოციალური ქსელების გარდა, ინტერნეტიდან ინფორმაციას იღებს გამოკითხულთა - 22%, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან - 1%, ხოლო 1% აცხადებს, რომ კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას არ იღებს.

ცნობისთვის: კვლევის საველე სამუშაოები 26-30 ივნისის პერიოდში, NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა. ყველა ინტერვიუ  სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე შედგა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და მასში, 1,550 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.